გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. 8 თვის განმავლობაში ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა მეწარმეობის არსი, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს.
კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს.
ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.