გაერო-ს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია

საქართველომ გაერო-ს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

ღონისძიება კანტის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. დელეგატებმა სამდღიანი სამუშაოები შეაჯამეს და მიღებული რეზოლუციები წარადგინეს.

კონფერენციას გაერო-ს მოდელირების ასოციაციის წარმომადგენელი ალსა თერლი უძღვება.

აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სიმულაციაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოერგოთ დიპლომატების როლი, მონაწილეობა მიეღოთ საკომიტეტო სამუშაოებში. განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საკითხები და შემდგომ მოსაზრებები რეზოლუციაში ასახეს.

სამუშაო თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, კონფლიქტები, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, კიბერუსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები.

ღონისძიებაში 12-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია 15-მდე ქვეყნის 200 დელეგატს აერთიანებდა.