გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეული

12:14, 30.06.2026

ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, ნიუ იორკში მიმდინარე გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს. კონფერენციის მთავარი თემაა: „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“. კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაერო-ს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.

მსგავსი