გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია და მსოფლიო ლიდერთა სამიტი

კოვიდ-პანდემია და კლიმატის ცვლილებებით მოსალოდნელი საფრთხეები – დიდი ბრიტანეთის ქალაქი გლაზგო მსოფლიო ლიდერთა შეკრების ადგილია.

გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერი ესწრება, მათ შორის არის საქართველოს პრემიერი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენციის პარალელურად, მონაწილე ქვეყნების პირველ პირებს ერთმანეთთან აუდიენციის საშუალებაც აქვთ. განსაკუთრებული ინტერესი იყო საქართველოს და სლოვენიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერების შეხვედრის მიმართ. ქართული მხარის თხოვნა და მოწოდებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ დიფერენცირებული მიდგომა იყოს და ევროინტეგრაციის გზაზე მათ კონკრეტული პრაქტიკული მექანიზმები შესთავაზონ. ევროპელ კოლეგებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი და ქართული მხარის მოლოდინია. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა „იბიარდის“ პრეზიდენტთან აუდიენციაც.