გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრა. ოთხით არის გაზრდილი იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების სტატუსის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტის ინიციატორი საქართველოსთან ერთად 63 ქვეყანა იყო. ბოლო 17 წელში ეს რეზოლუციის მხარდამჭერთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რასაც მმართველი გუნდი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს. დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერა, რუსეთის საოკუპაციო ქმედებების დაგმობა, მოწოდებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მიმართ – რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის გარდა, ხმა მხოლოდ რვა ქვეყანამ მისცა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს, აღმოჩნდა სირიაც, რომელმაც მანამდე დოკუმენტის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.