გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობს. შეხვედრა დილიდან უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დისკუსიას დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და ამ თვალსაზრისით გაერო-ს რეზოლუციებზე. გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა გენდერული თანასწორობის საკითხებით. დღესვე დისკუსია დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.