გაერო-ს განვითარების კვლევა

გაერო-ს განვითარების პროგრამამ და გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა კვლევა წარადგინეს სახელწოდებით, „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას წარმოაჩენს. კვლევის მიხედვით, საქართველოში საზოგადოება მეტ ყურადღებას აქცევს გენდერულ თანასწორობას, თუმცა ამ კუთხით მიკერძოება კვლავ აღინიშნება.