გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადება

ახალი კორონავირუსის შესახებ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

თამარ უგულავამ რეკომენდაციები გასცა მშობლებისთვის და ორსულებისთვის. გაერო-ს ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად უმკლავდება დღევანდელ სიტუაციას. მთავარი კი ამ ეტაპზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენაა.