გაძვირდება თუ არა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები

საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და სიმართლეს არ შეესაბამება, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება, წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ამ დადგენილებით მოგების მაქსიმალური მარჟაა განსაზღვრული, რომელიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული წამლისთვის დააწესოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.