გადატვირთვის პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის ურთიერთობა შესაძლოა ახალ ფაზაში გადავიდეს.

მექსიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მეზობელ სახელმწიფოსთან უთანხმოების დასრულება და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება სურს. ეს სურვილი იმ წერილშიც დადასტურდა, რომელიც დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გაუგზავნა. ვრცელ ტექსტში ლოპეს ობრადორი რამდენიმე თემას ეხება, თუმცა კედლის მშენებლობის საკითხი ნახსენები არ არის.

საპასუხო წერილის მიხედვით, აშშ-ის პირველი პირი  მექსიკელი კოლეგის სიტყვებით კმაყოფილია.