გადამღები ჯგუფი ინდოეთიდან საქართველოზე ვიდეორგოლს იღებს
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ინდოეთის ბაზარზე გაეცნობიან.
ინდოეთიდან თბილისს გადამღები ჯგუფი სტუმრობს, რომელმაც ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციებზე, კულინარიასა და სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტზე ვიდეო რგოლები და ბლოგები მომზადდება და რამდენიმე პლატფორმაზე განთავსდება. ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები ახლა დედაქალაქის ისტორიულ უბნებს ათვალიერებენ, რის შემდეგაც 7-კაციანი დელეგაცია ქვეყნის რამდენიმე კუთხეს ესტუმრება. მოლოდინია, რომ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი ინდოეთში საქართველოს ცნობადობას გაზრდის და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.