გადაცემა „აკუსტიკის“ კონცერტი

12:29, 27.05.2019

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართა.

საზეიმო კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველი არხის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა: სალიომ, დავით ევგენიძემ და მეგობრებმა, ჯგუფმა „ფრანმა“, ჯგუფმა „რეგიონმა“ და სხვა მომღერლებმა მიიღეს.

მუსიკოსებმა მსმენელებისთვის ცნობილი სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შეასრულეს.

მსგავსი