გადაადგილებები მმართველ გუნდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

ცვლილებების შესახებ მედიით ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში პოსტიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. მისი თქმით მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაეკავებინა და ის გეგმავს აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ვინ დაიკავებს მთავრობის მეთაურის თანამდებობას. მან მომავალ პრემიერს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შიდაპარტიული დემოკრატიის შედეგად არის მიღებული. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.