გადაადგილებაზე შეზღუდვა დროებით იხსნება

18:13, 31.12.2020

დღეს, 31 დეკემბერს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი, გამონაკლისს წარმოადგენს. ამ გამონაკლისის მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

მსგავსი