ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გავრცელებულ მიმართვას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
„ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას გმობს.
აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურნენ.