ფულადი დახმარება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები, 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა, დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.