„ფუძეობა“ - ფოლკლორული ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში

საქართველოში ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე ადამიანი, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. ღონისძიებები „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ფარგლებში ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.