ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის - შეფასებები

ოკუპირებულ სოხუმსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გმობს ქართული პოლიტიკური სპექტრი.

ფაქტს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ბრიფინგით გამოეხმაურა და ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. რეგულარული ფრენების აღდგენას და ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის ქმედებებს მმართველი გუნდი საერთაშორისო სამართლის და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად აფასებს. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, ოკუპირებულ სოხუმსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას ოფიციალური თბილისის გარდა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, „იკაოც“ გმობს და არ აღიარებს.