თავდაცვის ძალებში ფრენბურთის ტურნირი ეროვნული გვარდიის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადა და ეროვნული გვარდია დაუპირისპირდა, სადაც გამარჯვება ეროვნულმა გვარდიამ მოიპოვა, მესამე ადგილზე კი მე-4 ქვეითი ბრიგადა გავიდა. ტურნირის ფარგლებში ინდივიდუალურ და გუნდურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და მათ შესაბამისი მედლები გადაეცათ.
გამარჯვებულმა გუნდმა კი გუნდური თასიც მოიპოვა. ფრენბურთის ტურნირი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებიდან ათი გუნდი მონაწილეობდა.