მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური დასრულდა. შეჯიბრში 50-მა გამორჩეულმა რაიდერმა იასპარეზა, მათ შორის იყო „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს ბაკურიანში უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან, ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. ღონისძიების ორგანიზატორი „მთის ტრასების სააგენტოა“.