ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბრიფინგი გამართა

ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ცესკო-ში საკუთარ წარმომადგენლად გიორგი სიორიძე წარადგინა. „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმის რეალიზებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კვალიფიციური და ოპოზიციური წევრის ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გიორგი სიორიძის თქმით, უფლებამოსილების შესრულებას დღესვე შეუდგება და ცესკო-ში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს შიგნიდან გაუწევს.

მოამბე

დატოვე კომენტარი