ფრაქცია „ქართული ოცნება“ შსს-ს საჩივრით მიმართავს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ მათი წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ განხორციელებული ზიზღის კამპანია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელი დონორების ან უცხო ქვეყნების მთავრობების მიერაა წახალისებული. კირცხალია აცხადებს, რომ გუნდის პოზიცია არის პრინციპული და სიძულვილის ენა არ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი.