ფრანგი მომღერლის კონცერტი საქართველოში

თბილისში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მომღერალი ლაქი ლავი კონცერტს გამართავს.

ლაქი ლავი 31 წლის არტისტის ლუკ ბრუიერის სასცენო სახელია, რომელიც ერთდროულად პოეტი, მოცეკვავე და მოდელიცაა. სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალური გამოცემა, მომღერალს თანამედროვეობის ფრედი მერკურადაც მოიხსენიებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი პროექტი masculinity. თბილისში 6 აპრილს დაგეგმილი კონცერტი მუსიკოსის ევროპული ტურნეს ფარგლებში იმართება.