ფრანგი დეპუტატი სპეცრაზმის პირისპირ: მოსწავლეები სწავლის პირობებს აპროტესტებენ (ვიდეო)

13:20, 02.10.2026

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ერთი კვირის წინ პარიზში დაწყებული მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებმაც „აიტაცეს“ და 1 ოქტომბერს მოსწავლეებმა, საფრანგეთის მასშტაბით, მრავალი სკოლა დაბლოკეს.

პროტესტი ზოგან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა: პარიზში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და მომიტინგე მოსწავლეებს შორის, ხანძრები დაფიქსირდა ლიონის ერთ-ერთ სკოლასა და ნანტში მდებარე ნელსონ მანდელას სახელობის სასწავლებელში.

სტრასბურგში ასობით მოსწავლემ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა და ტრამვაის ხაზი დაბლოკა, ასევე ცეცხლი წაუკიდა სანაგვე ურნებს. მოსწავლეთა პროფკავშირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათის საპროტესტო მოძრაობაში 30-მდე საუნივერსიტეტო კამპუსიც ჩაერთო.

წინა დღეს, ოთხშაბათს გამართულ აქციებზე კი 600-ზე მეტი პირი დააკავეს; საპროტესტო გამოსვლების დროს, დაშავდა 83 პოლიციელი და ჟანდარმი, ასევე 32 მასწავლებელი და მოსწავლე.

მედიის ცნობით, სასწავლო დაწესებულებების ბლოკირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლეებმა პედაგოგებს თანადგომა გამოუცხადეს და სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს. ისინი ასევე აპროტესტებენ კლასების გადატვირთულობას, მასწავლებლების დეფიციტს და სასწავლო მასალების დაბალ ხარისხს.

ვიდეოში, რომელიც „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) ფრანგმა დეპუტატმა, ტომას პორტემ გააზიარა, ჩანს, როგორ დგას ის სპეცრაზმის პირისპირ პარიზის გარეუბან ნანტერში მდებარე ჟოლიო-კიურის სახელობის ლიცეუმის წინ.

სტატიის ავტორი: [email protected] – ESN

ვიდეოს ავტორი: ტომას პორტე

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი, 2026 წელი, 16:42 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი