საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ოფიციალური პარიზი დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს ნიგერთან, საფრანგეთის ელჩი უკან დაბრუნდება და წლის ბოლოსთვის საჰელის რეგიონში ყველაზე დიდი ფრანგული სამხედრო კონტიგენტიც ნიგერის ტერიტორიას დატოვებს. ნიგერი ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე მესამე აფრიკული ქვეყანაა, სადაც ფრანგული პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ ადგილობრივმა პროტესტმა შედეგს მიაღწია. დასავლეთ აფრიკაში დაწყებული ახალი გამათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი ამჯერად, ყოფილი მეტროპოლიისგან არამხოლოდ ფორმალური პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და მონეტარული თავისუფლების მოპოვებაა. აფრიკული სამხედრო გადატრიალებების ანთოლოგია შოთა თხელიძის სიუჟეტში.
42° პარალელი