„ხმა საქართველოდან, ჩვენ ერთსა და იმავე ნავში ვართ“, – ამ გზავნილებით სოციალური ქსელი შავ-თეთრმა ფოტოებმა მოიცვა. ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება ომში მყოფი უკრაინის მიმართ. ფოტოპროექტის მონაწილე ცნობილი სახეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და ფოტოზე განთავსებული წარწერებით საკუთარ სათქმელს უგზავნიან. ფოტოებს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ფოტოხელოვანები იღებენ.