ფოთის თეატრი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ფოთის თეატრის შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროა მისი სრული რეაბილიტაცია. უკვე 8 თვეა, შენობა დაკეტილია და დასი სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.

შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში მიიღო, მაშინ, როცა იქ ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა. ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება შენობაში აღდგენითი სამუშაოები.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა. პროექტზე 12 მილიონი დაიხარჯა, თუმცა, გახსნიდან მალევე შენობა ავარიული გახდა.