„ფოთის პორტი, მიქცევა სახელმწიფოსგან – ვინ დაკეტა ევროპის კარი შავ ზღვაზე?!“, „გამომძიებელი რეპორტიორი”, 6 ივლისს, 22:00

16:54, 04.07.2022

საქართველოს ყველა პორტი უცხოური კომპანიების მფლობელობაშია. ფოთის პორტის ნამდვილი ისტორია, აქამდე გაუხმაურებელი ფაქტებით, 2008 წელი ტერიტორიული ომი ცხინვალში და კომერციულ ინტერესთა ომი ფოთის პორტში. რა როლს ასრულებდა ფოთის პორტი ომის წინა პერიოდში იარაღის შემოტანაში. უპრეცედენტოდ გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი და დღემდე გასაიდუმლოებული ინფორმაცია მისი ხარჯვის შესახებ. ადამიანები, რომლებსაც ციხეებში ყრიდნენ ამ ინფორმაციასთან შეხებისთანავე. წართმეული ტერმინალები, ჩალის ფასად გაყიდული ნავმისადგომები, პორტის განახევრებული ქონება და რას-ალ ხაიმას შეუსრულებელი დაპირებები. საზღვაო სახელმწიფო, საზღვაო პორტების გარეშე. საქართველო ხმელეთზე გარიყული საზღვაო სახელმწიფო. ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი  – „ფოთის პორტი, მიქცევა სახელმწიფოსგან – ვინ დაკეტა ევროპის კარი შავ ზღვაზე?!“, ოთხშაბათს, 6 ივლისს, 22:00 საათზე.

მსგავსი