ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრების პროტესტი

16:10, 14.02.2019

ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრების ნაწილი გუნდში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნას აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ თანამდებობები ადგილობრივმა კადრებმა უნდა დაიკავონ.

„კოლხეთის“ ხელმძღვანელად და მწვრთნელად თბილისიდან ჩამოსული ადამიანები დაინიშნენ.

გუნდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ კონსენსუსს მიაღწევენ და გუნდი უახლოეს პერიოდში ღირსეულ ადგილს დაუბრუნდება.

 

მსგავსი