ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მესამედ 7-9 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებებთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია ჩაატარეს და მედიას წლევანდელი ფესტივალის განრიგი და სიახლეები გააცნეს.

წელს მსმენელის წინაშე ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან წარდგებიან. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება უცხოელი ეთნომუსიკოლოგების სემინარებიც.

ფოლკლორის მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს პროექტ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიხსნება.