ფიზიკური დაპირისპირება ტაიკვანდოს ფედერაციაში

ტაიკვანდოს ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფოთში ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. დაკავებულია სამი პირი. ფედერაციის ნაწილი, პრეზიდენტს, სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ყველა პროცესი ფედერაციაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და ისინი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ბაბუაძის თანამოაზრეებს კი მიაჩნიათ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია. მწვრთნელები და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ახლა ფოთის პოლიციასთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.