ექს-პრემიერ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ინციდენტი გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო შერატონში მოხდა. პირველი ცნობა, რომ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ „ფეისბუკით“ გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. ექს-პრემიერი ცხვრის ძვლების მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფო გახარიამ თავისივე სურვილით დატოვა. უკვე დღეს მომხდარზე ორი ვიდეო გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“. 24-წამიანი ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს და კადრებში ინციდენტის მხოლოდ ნაწილი ჩანს. მანამდე თავდასხმა მოხდა ზვიად ქორიძეზე. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მასაც თავს დიმიტრი სამხარაძე და გოჩა მანველიძე დაესხნენ და გარკვეული საგნებიც ესროლეს. როგოც „შერატონის“ მენეჯერი აცხადებს, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის კადრები შენახულია. მომხდარზე გახარია გუნდის წევრები პასუხიმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
ინციდენტი მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა.