ფინეთი-საქართველო პირველ არხზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით მასპინძლებს შეხვდება. 30 ნოემბერს კი, E ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, შვეიცარიასთან თამაში ელის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ქართველებმა ერთხელ უკვე დაამარცხეს შვეიცარია და სერბეთი. შედეგად, ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

დღევანდელი მატჩი 21:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.