ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, 190 მლნ. ევროს ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.