ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

12:21, 15.04.2019

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა.

აუდიენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

განიხილეს სტრუქტურული რეფორმების დინამიკა და  ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

მსგავსი