ფილმის პრემიერა

სასტუმრო ბილტმორში ავსტრიელი კინოხელოვანის, რაინჰარდ ფორსტინგერის ფილმის პრემიერა გაიმართა. „საქართველო“, – ასე ჰქვია ფილმს რომელზეც რეჟისორი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმი საქართველოს ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. აღწერილია ქვეყნის ისტორია და მნიშვნელოვანი მოვლენები, არგონავტებიდან დღემდე. გაქრისტიანება, დავით აღმაშენებლის პერიოდი, ავტოკეფალიის დაკარგვა და კვლავ აღდგენა, ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ქვეყნის კულტურა და სილამაზე. რეჟისორი ფილმებს ძირითადად მარტო იღებს. თავად წერს სცენარს. თავად არის რეჟისორიც და ოპერატორიც.