ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე სტიქიას სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

18:23, 23.12.2017

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მეწყერსა და წყალდიდობას სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაკარგულია. ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

მოსახლეობის გადასარჩენად სტიქიის ზონაში ჯარია მობილიზებული. ასობით მაშველი და მოხალისე დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციას რამდენიმე საათია ცდილობს. მეწყერი და წყალდიდობა ტროპიკულ შტორმს მოჰყვა. ერთი კვირის წინ ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა ტაიფუნმა 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი