„ფიჩის“ რეიტინგი და შეფასებები

სარეიტინგო სააგენტო „ფიჩის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურ“ დონემდე გაუმჯობესდა, გამოხმაურებები დღესაც მოყვა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,   გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი.