ფესტივალ „ჩვენებურების“ დასკვნითი კონცერტი

18:33, 06.07.2026

ფესტივალ „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა თურქეთის ქალაქ ბურსაში.

ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „არსიანი“ და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ წარადგენენ. კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციასთან არსებული ანსამბლი „ჩვენებურები“ და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოქრო“. ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების დაცვას, წარმოჩენასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

მსგავსი