#ფერმა ზაზაძეების ოჯახის წარმატებული აგროტურისტული მეურნეობა ვარძიაში

▶ ასპინძის რაიონში, ვარძიიდან ორ კილომეტრში, ზაზაძეების ოჯახის არაჩვეულებრივი მეურნეობა, სადაც სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქტს აწარმოებენ. თამარ ზაზაძისგან გაიგეთ, როგორ იქცა მცირე საოჯახო მეურნეობა წარმატებულ აგროტურისტულ ბიზნესად, როგორ გაუძლეს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და მუდმივად როგორ ზრუნავენ მეურნეობის ზრდა-განვითარებაზე. ნახეთ შრომისმოყვარე ოჯახი, ერთობის ძალა და აგრობიზნესის გონივრულად წარმოება ფერმაში

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, მხატვრული ქსოვილების სპეციალისტი, ასმათ ხუცურაული და ნახეთ თექისგან შექმნილი ტანსაცმელი და ულამაზესი ნაკეთობები. გაიგეთ, რატომ შეიყვარა თექა და როგორ აქცია ყოფითი დანიშნულების ნივთები ხელოვნების ნიმუშებად. ერთი ქალის ოცნება დარგის განვითარებასა და ქართული მატყლის რესურსის გადარჩენაზე.

ფერმა