#ფერმა ყველაფერი თევზის მოშენების შესახებ - რჩევები წარმატებული ფერმერისაგან

✅ მაღალმთიანი ლეჩხუმის ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, ტბა, ანკესი და დიდი თევზაობა „ფერმაში“.

✅  ადამიანი რომელმაც კალმახის მომრავლება ერთ პატარა აუზში დაიწყო და დღეს რეგიონში ცნობილ აგროტურისტულ კომპლექსს მართავს.  ნახეთ, როგორი გემო აქვს წარმატებას, რომელიც დაბრკოლებების შემდეგ მოდის.

✅ ნახეთ, აუზში კალმახისათვის შექმნილი ბუნებრივი გარემო და მიიღეთ რჩევები გამოცდილი ფერმერისაგან. გაიგეთ ყველაფერი თევზის მოშენების შესახებ.

 

✅  „ფერმის“ სიუჟეტში შეხვდით ამერიკელ აგროჟურნალისტს, რომელიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს. გაიგეთ,  რით არის მნიშვნელოვანი ფერმერებისათვის აგრარული საკითხების კომპეტენტურად გაშუქება და რა გეგმები აქვს საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციას.

✅ კახეთი. ყვარელი, დამწყები მეღვინე. პაპის დანატოვარი მარანი, რომელსაც, თურმე ილია ჭავჭავაძე სტუმრობდა. ხელობით  – ხელოსანი, რომელსაც სურს გააცოცხლოს წინაპართა საქმე.

✅  ქართლში,  83 წლის ჟორა პაპა, რომელიც ამბობს, – არ არსებობს სოფელში კაცი მშიერი იყოსო.  გამრჯე მოხუცი, რომელსაც მარნის კარი მუდამ უჭრიალებს, თვითონ წურავს ღვინოს და ამზადებს ყველაფერს, რაც მეურნეობისთვის სჭირდება.

იხილეთ ფოტოგალერეა