ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა

ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს. გამოცდილი ფერმერისგან გაიგეთ, რით იკვებება და როგორი პირობები სჭირდება მეხორცული ჯიშის ქათამს. დაავადებებისგან დაცვის რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და როგორი სტანდარტები უნდა დავიცვათ ფრინველის ხორცის წარმოების პროცესში. ციკლი კვერცხიდან – სუფრამდე და რჩევები დიასახლისებს, როგორ შევარჩიოთ ქათამი.

▶ ფერმერები, მზარეულები, ტურისტები და გურმანები შავი ზღვის სანაპიროდან. გაზაფხულის მზიანი დღე და ტრადიციად ქცეული თევზის ფესტივალი ბათუმში.

▶ მუდმივად აგროკრეატივზე ორიენტირებული ფერმერის, გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა. მავნებლებთან ბრძოლის ორგანული საშუალებების გამოცდა ვენახში და ქვევრების ჩაყრის დიდი ცერემონია რუისპირში.

ფერმა