▶ კახეთი, სოფელი ქვემო მაღარო, ახალგაზრდა ფერმერი, გიორგი ბოლღაშვილი, რომელმაც მამის დაწყებული საქმე გააგრძელა და მზესუმზირის პლანტაციები განსხვავებული წესით გააშენა.
რა ღონისძიებებია საჭირო უხვი მოსავლის მისაღებად, რამდენად მომგებიანია ფერმერისთვის მზესუმზირის მოყვანა და როგორ ემადლიერება პატრონი მცენარეს, რომელსაც მადლიერების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ნახეთ, ფერმერული საქმისა და აგროარტის შერწყმა მზესუმზირებში!
▶ რუბრიკაში #არტიშოკი – გაიცანით თბილისელი ცოლ-ქმარი, რომელმაც ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ცხოვრება გადაწყვიტა. გაიგეთ, სად იპოვეს სიმშვიდე და როგორ სწავლობენ ფერმერობას სოფელში, სადაც განსაკუთრებული სიყვარული იციან. წინაპრების ეზოში ოთხსაუკუნოვან მუხასთან გატარებული დღეების ხიბლი და გაცოცხლებული ბავშვობის მოგონებები.
ფერმა