#ფერმა რეტრო მუსიკა რთველში!

▶ ვაზთან შეხებით გამოხატული სათქმელი სამყაროს მიმართ. კახეთში დასახლებული თბილისელი მამა-შვილის ამბავი და მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

▶ გაიცანით კახა და ქეთი ბერიშვილები. ნახეთ, როგორია სამეგობროსთვის გაშენებული ვენახით დაწყებული საქმე, რომელმაც სოფელ ართანას სახელი მთლ მსოფლიოში გაუთქვა.

▶ ფრანგი სტუმრები საწნახელში, რეტრო მუსიკა რთველში და ღვინო, როგორც მეღვინის განწყობის ანარეკლი.

▶ შეხვედრები ფერმერებთან დაბა მესტიასა და ქალაქ ზუგდიდში. გაიგე მეტი ხილ-ბოსტნეულის პირველადი წარმოების სტანდარტების, გეოგაპისა და მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ შესახებ.

რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიცანით მამაპაპისეულ მიწაზე დაბრუნებული ზაზა წულუკიძე, მისი მრავალფეროვანი სანერგე მეურნეობა და ერთი ჭიშკრიდან დაწყებული დიდი ხელოვნება.

ფერმა