#ფერმა მზადება ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის ატენის დედათა მონასტერში

▶  ქრისტეს შობა ატენის დედათა მონასტერში. მზადება დღესასწაულისთვის და ღვაწლი, რომელსაც ვერასდროს ვხედავთ. საგანგებოდ, საშობაოდ გამომცხვარი ღვეზელები და სეფისკვერები. მრევლისთვის, საჩუქრად დამზადებული ხელნაკეთი სუვენირები და გალობა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ნახეთ, როგორია ცხოვრება მონასტერში და რას უსურვებენ დედები სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულზე;

▶ ლანჩხუთელი ნარგიზა კილაძე – თბილი, მოფუსფუსე და „ფეისბუკში” ჩახედული ბებია. მისი ინოვაციური ჯანჯუხა, ქალაქიდან ჩასული შვილიშვილებისათვის მომზადებული ნუგბარი, კარგად აწყობილი მცირე მეურნეობა და შობა-ახალი წელი გურული აქცენტით, ფირცხალაიშვილების ოჯახში;

საახალწლო ფესტივალი „ქართული გემო”, ღონისძიება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ის პროდუქტი და ნუგბარი, რომელიც საახალწლო სუფრას ამშვენებს. ნახეთ, როგორ უნდა მოვრთოთ ჩვენი მაგიდა სადღესასწაულოდ და როგორ გავაფორმოთ ჩვენს პატარებთან ერთად საშობაო ორცხობილები. ბევრი ღიმილი და პოზიტიური განწყობა. ის, რაც შობა-ახალ წელს ყველაზე მეტად უხდება.

ფერმა