▶ ბოდბე. წმინდა ნინოს სავანე. მონასტრული ცხოვრება და მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. დედების მორჩილება, კარგად განვითარებული მეურნეობა, ლოცვით დათესილი მარცვალი და მისგან აღმოცენებული პური ჩვენი არსობისა.
ადამიანისა და შინაური ცხოველის ურთიერთობა, ზრუნვა და მსახურება ერთმანეთისთვის. წელიწადში თორმეტჯერ გამოცვლილი ყვავილების ხალიჩა და ღვაწლი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება;
▶ სააღდგომო „არტი-შოკში“ – სხვადასხვა ფერში, სურნელში და ორიგინალურ ფორმებში გამოხატული სილამაზე. ძველი ნივთები, მცენარეები და მამკოდის ტყე, რომელიც ფლორისტ ქეთი ჯანხოთელის ინსპირაციის წყაროდ იქცა.
გზა, პედაგოგობიდან ფლორისტობამდე და დეკორატიული მცენარეების მებაღეობამდე. სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ შეცვლილი არჩევანი, რომელმაც საკუთარი თავი აპოვნინა.
ფერმა