#ფერმა გურული ფერმერის მრავალპროფილური მეურნეობა

▶ ოზურგეთი, სოფელი ლეკიანი და დამწყები ფერმერის მრავალფეროვანი მეურნეობა. სიმინდის დიდი მოსავალი, ბუნებრივ საკვებზე გამოზრდილი ფრინველი, ღორი, თხა და საქონელი, ტბორები იხვებისთვის და ბაჭიები მიწისქვეშა გვირაბებში. გაიცანით გურული დიტო ხინთიბიძე, რომელსაც ლაპარაკს საქმე ურჩევნია და ცდილობს საოჯახო მეურნეობა წარმატებულ ბიზნესად აქციოს.

▶რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით პროფესიით ფილოლოგი, მანანა მაისურაძე და ნახეთ როგორ ცხოვრობს ქართული ტელეშოუს „ვის უნდა 20 ათასის“ გამარჯვებული 20 წლის შემდეგ. სამაჩაბლოში, ომის დროს დამწვარი სახლი და თავიდან დაწყებული ცხოვრება, კარგად შესწავლილი მიწის ფილოსოფია და ქართული ჩირისგან შექმნილი კრეატივი.

გაიგეთ, როგორ ეხმარება ადამიანს ბუნება ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.

ფერმა