▶ ამერიკული ინვესტიციით შექმნილი სანერგე მეურნეობა სოფელ ველისციხეში. ლურჯი მოცვი, შტოში და ქართული მთის მომავლად წოდებული კენკრა – ცხრატყავა, რომელზე მოთხოვნაც ფერმერებს შორის სულ უფრო იზრდება.
▶ ნახეთ, როგორ ამზადებს საადრეო ხილისა და დეკორატიული მცენარეებისთვის ნიადაგს ვალერი გორგიშელი და რატომ იყენებს მულჩირებისთვის ჭაჭის წიპწებს. ინვიტრო ლაბორატორიაში გამოყვანილი უვირუსო სარგავი მასალა და ექსპორტისთვის გათვლილი პროდუქტი, რომელიც კახეთში მზადდება.
▶ რუბრიკა #არტიშოკი ემიგრაციიდან 14 წლის შემდეგ დაბრუნებული ქალის აგრობიზნესი სოფლად
გზა ემიგრაციიდან სასათბურე ბიზნესამდე. გაიცანით ვანის მკვიდრი ქეთევან თომეიშვილი, რომელიც ემიგრაციიდან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა და სოფელ მთისძირში სათბურები და მეფრინველეობის ფერმა ააშენა. ფერმერის ოცნება ახალგაზრდების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებასა და გათითოკაცებული სოფლის გაცოცხლებაზე.
ფერმა