#ფერმა აჭარელი ეკომიგრანტის სასათბურე მეურნეობა ლაგოდეხში, ბიოჩირის საწარმო და ტურისტებისთვის მიმზიდველი ტერასა
ფერმა განაგრძობს თქვენთვის შემოქმედებითად მოაზროვნე აგროგმირების გაცნობას. ნახეთ როგორ ათბობს ინოვაციური მეთოდით სათბურს ლაგოდეხში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტი. რატომ თქვა უარი სოციალურ დახმარებაზე და როგორ შეელია საქონელს, კიტრის მეურნეობის სანაცვლოდ.
▶ გაეცანით ბიოჩირის საწარმოს და ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ კაცს, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობა ბიზნესი კი არა, ცხოვრების სტილია.
▶ ლაგოდეხის ნაკრძალი, ადგილი რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს და ტერასა, რომელიც ადგილობრივებისათვის არა მხოლოდ თავშეყრის ადგილი, არამედ შემოსავლის წყაროც გახდა.
▶ რუბრიკაში „არტი-შოკი” გაიცანით და-ძმა, ნანა და ნიკა ბაგალიშვილები. ერთი ფერმერია, მეორე კი სოციალურ სივრცეს ქმნის წნორელებისთვის. ნახეთ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები დედაქალაქში მიღებული ცოდნა წნორის განვითარებას მოახმარონ და გაიგეთ რას ნიშნავს იყო ბედნიერი იქ, სადაც ხარ. #ფერმა/facebook