„ფერმა“ – 9 მაისს, 15:30

15:52, 06.05.2021

კახეთში, სოფელი ჯუგაანში, თბილისელი ცოლ-ქმრის, ანი ცუცქირიძის და მირზა ჭინჭარაულის გაშენებული ხეხილის ბაღები და სამაცივრე მეურნეობა. რატომ იზრდება ახალგაზრდა ფერმერთა დაინტერესება მებაღეობით, როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო პროგრამები ინტენსიური ბაღების გაშენებას, როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდება ხეხილს და რა უნდა იცოდეს მებაღემ სასურველი შედეგის მისაღებად;

პირველად რუბრიკა „არტიშოკის“ ისტორიაში ნახეთ თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის ღვინით მხატვრობა. ქართული ღვინის მრავალი ფერი ტილოზე გადმოტანილი. როგორ იქცა ღვინო მხატვრის შთაგონების წყაროდ, როგორ გაჩნდა ეს ორიგინალური იდეა და როგორია ქართული ღვინო – ქვევრიდან დოქში, დოქიდან ჯამში და ჯამიდან ტილოზე – კვირას, 9 მაისს, 15:30 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.

მსგავსი